LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე და სოლანჟ ნოულზები  სცენაზე ცეკვისას წაიქცნენ (ვიდეო)

122

ცოტა ხნის წინ ბიონსე კალიფორნიაში გამართული მუსიკალური ფესტივალის, Coachella-ს მთავარი გმირი გახდა. მომღერალი ტრიუმფალურად დაბრუნდა სცენაზე და კოსტიუმირებული შოუ წარადგინა, რომლის ფარგლებში დუეტი დასთან, სოლანჟ ნოულსთანაც შეასრულა. დღეს ინტერნეტში მოხვდა აქამდე უნცობი კადრები სასცენო გამოსვლიდან, სადაც ჩანს, როგორ ვარდებიან სცენაზე ბიონსე და სოლანჟი. ინციდენტი ცეკვის დროს მოხდა, როცა დებმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს და სცენაზე დაეცნენ, თუმცა მალევე მოახერხეს წამოდგომა და ნომრის გაგრძელება. ვიდეო ერთ-ერთმა მაყურებელმა გადაიღო და „ტვიტერზე“ განათავსა.

 

შეგახსენებთ, რომ Coachella-ზე წარმოდგენის ფარგლებში მომღერალმა კოსტიუმი ოთხჯერ გამოიცვალა. მან დუეტი ჯეი-ზისთან და Destiny’s Child-თანაც შეასრულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები