LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე დიდ კალათბურთში მიდის: მომღერალს ჰიუსტონი მოუნდა

85

ბიონსეს „ჰიუსტონ როკეტსის“ თანამფლობელობა უნდა.
ტეხასურ კლუბს პოპულარობა მოემატება.

მომღერალი, რომელიც „ფორბსის“ ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების რეიტინგში მეორე ადგილზეა, NBA-ს კლუბის „ჰიუსტონის“ აქციების შეძენის ინტერესს გამოხატავს.

გარიგების თანხა და აქციების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება ბიონსემ შეიძინოს, უცნობია, – გადმოსცემს Bloomberg.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ „ჰიუსტონის“ მფლობელი ლესლი ალეკსანდრი გუნდს ყიდის.
მან „როკეტსი“ 1993 წელს 85 მილიონ დოლარად იყიდა, რის შემდეგაც გუნდი ორჯერ გახდა NBA-ის გმარჯვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები