ბიონსეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ფოტოც კი საკმარისია, რომ მომდევნო დღეები მედიამ მუსიკოსზე წეროს. 119 მილიონი მიმდევარისთვის „ინსტაგრამზე“ ბიონსემ ახალი ფოტოების სერია გამოაქვეყნა, სადაც ის საყვარელ სამოსში პოზირებს. ბიონსე გემოვნებით იმპროვიზირებს კლასიკურ და სპორტულ ანსამბლებს შორის. ის კუბოკრულ პიჯაკსა და შარვალშია წარმოდგენილი, მეორე ფოტოზე მოსასხმას ირგებს, მესამე ფოტოზე კი, შავ მინი კაბასა და ვარდისფერი აქსესუარებით გაფორმებულ ფეხსაცმელში.
საინტერესოა, რომ ბიონსემ ულამაზესი აქესესუარებიც ამშვენებს, მაგალითად როგორიცაა საყურეები დოლარის ფორმით და სათვალის ფორმის გულსაბნევი.