LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე „მეფე ლომის“ რიმეიქში მიიწვიეს

133

ბიონსე ანიმაციური ფილმის, „მეფე ლომის“ რიმეიქში მიიწვიეს. წყაროს ცნობით, მომღერალმა შესაძლოა, ძუ ლომი, ნალუ გაახმოვანოს. თავად ბიონსეს პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ის ტყუპებზე არის ორსულად. რადგან საუბარი გახმოვანებაზეა, ფილმის შემქმნელები ყველანაირად ეცდებიან, მომღერლის გრაფიკს მოერგონ.

ბიონსესთვის ეს კინოსთან ურთიერთობის პირველი შემთხვევა არ არის. ის მონაწილეობდა ფილმებში „შეპყრობილი“, „ოსტინ პაუერსი: გოლდმემბერი“ და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ „მეფე ლომის“ ორიგინალი ეკრანებზე 1994 წელს გამოვიდა და ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მულტფილმია.

 

01

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები