LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე თუ ლუპიტა ნიონგო: რომელს უფრო უხდება „გუჩის” მწვანე კაბა?

601

ამ დღეებში ლოს-ანჯელესში ფილმის „ურჩხული და მზეთუნახავი“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც ბუნებრივია, ბევრი ცნობილი სახე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ბიონსე, ჯეი-ზი და მათი ქალიშვილი ბლუ აივი. პოპ-დივას გამოჩენა, როგორც მოსალოდნელი იყო, სანახაობრივი აღმოჩნდა.

ფოტოები ბიონსემ საკუთარ „ინსტაგრამზე“ გააზიარა. 35 წლის მომღერალს  და მის შვილს იდენტური მწვანე კაბები აცვიათ – ეს ბიონსეს ერთ-ერთი ტრადიციაა, რომლის თანახმადაც დედა-შვილი საზოგადოებაში ერთნაირი ჩაცმულობით ჩნდებიან.

ინტერნეტმომხმარებლებმა კი მალევე იპოვეს საერთო ბიონსეს კაბასა და 2015 წელს კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მსახიობ ლუპიტა ნიონგოს კაბას შორის. მომღერლის ჩაცმულობა ფერადკანიანი მსახიობის ვიზუალის ანალოგიური იყო – საუბარია ბრენდ „გუჩის” მწვანე აბრეშუმის კაბაზე.

განსხვავება მხოლოდ თმის სტილსა და აქსესუარებში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები