LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ ტყუპები სამყაროს ოფიციალურად წარუდგინა (ფოტო)

79

ტყუპების დაბადებიდან ამ მომენტამდე, ბიონსე და ჯეი-ზი დუმილს ინარჩუნებდნენ. თუმცა, რამდენიმე საათის წინ, ვარსკვლავმა გადაწყვიტა, საზოგადოებას პატარები ოფიციალურად წარუდგინოს. პოპ-დივამ „ინსტაგრამზე“ ტყუპებთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.

კადრი მისი ორსულობის დროს დაწყებული ფოტოსესიის ერთგვარი გაგრძელება გახდა. მომღერალი უამრავი ყვავილის ფონზე პოზირებს.

„სერ კარტერი და რუმი დღეს 1 თვის გახდნენ” – დააწერა ფოტოს ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ ტყუპები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დაახლოებით 2 კვირა იმყოფებოდნენ. ამჟამად პატარებიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ და საკუთარ მდიდრულ სახლში ცხოვრობენ. (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები