LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს ემოციური საჩუქარი ლედი გაგას „მადლობა, ძვირფასო ბი”

40

მას შემდეგ, რაც ბიონსემ გაიგო ლედი გაგას ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, ვარსკვლავმა თავის კოლეგას საჩუქრები გაუგზავნა და მხარდაჭერა აღუთქვა. საჩუქარი მისივე ბრენდის, Ivy Park-ის ნაწარმი მაისური და ვარდების დიდი თაიგული იყო. ლედი გაგა ბიონსეს ამ ნაბიჯმა იმდენად გაახარა, რომ მან „ინსტაგრამზე“ საჩუქარში გადაღებული ფოტო გააზიარა.

„დღეს აღარაფერი მტკივა. მადლობა, ძვირფასო ბი, ამ მაისურისთვის. მისი წყალობით აღარ მცივა და შემიძლია დავტკბე ცით, ხეებითა და მზით. ბედნიერი ვარ, რადგან ასეთი მეგობარი მყავს“, – დაწერა ლედი გაგამ.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავს დიაგნოზი – ფიბრომიალგია დაუდგინეს. ამის გამო მას მთელი რიგი დაგეგმილი კონცერტების გადადებაც მოუწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები