LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს ქალიშვილი მომავალ დედმამიშვილებზე ეჭვიანობს

203

ბიონსე და ჯეი-ზი ტყუპების დაბადებისთვის აქტიურად ემზადებიან. თავდაპირველად წყვილმა 85 მილიონად შეფასებული სახლი შეიძინა, მოგვიანებით გაირკვა, რომ პატარების ოთახს ისინი ცნობილი დიზაინერების ექსკლუზიურ ქმნილებებს გამოიყენებენ, რაც ასევე რამდენიმე მილიონი დაჯდება.

თუმცა,  ამ დროს არ ღირს უფროსი ქალიშვილის დავიწყებაც. ვარსკვლავურ ოჯახთან დაახლოებული წყაროს ცნობით, გოგონა ძალიან განიცდის მოსალოდნელ ცვლილებას და იმ ფაქტს, რომ დედამისი დიდ ყურადღებას ვეღარ უთმობს. ბიონსეც და ჯეი-ზიც შეეცადნენ აეხსნათ მისთვის, რომ ეს ნორმალური პროცესია, თუმცა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

„ისინი ძალიან გაკვირვებულები არიან, რადგან არ მოელოდნენ, რომ უფროსი ქალიშვილი ასეთ ისტერიკებს მოაწყობდა. ბლუ აივი ძალიან აგრესიულია, მუდმივად ტირის და გაღიზიანებულია“, – აცხადებს ინსაიდერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები