LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსესა და ჯეი-ზის ლუვრში გადაღებული პროვოკაციული კლიპი (ვიდეო)

130

36 წლის ბიონემ და 48 წლის ჯეი-ზიმ ერთობლივი ალბომის გამოშვების შესახებ განაცხადეს. ამას კი წინ უძღოდა კლიპი სიმღერაზე Apeshit, რომელსაც მეუღლეები დუეტში ასრულებენ. ერთობლივი პროექტის სახელწოდებაა The Carters, რადგან ჯეი-ზის ნამდვილი სახელი შონ კარტერია, შესაბამისად, მისი ოჯახის წევრებიც კარტერები არიან.

პირველი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი კი საკმაოდ პროვოკაციული გამოვიდა. მისი გადაღებები ლუვრში მიმდინარეობდა. რაც შეეხება თავად დუეტს, ეს წყვილის პირველი კოლაბორაცია არ არის, ერთობლივმა სიმღერამ Crazy in Love მუსიკაში სოციალური რეპის მნიშვნელობა  გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს გამოშვებულ ალბომში Lemonade ბიონსემ აფროამერიკული წარმოშობის უპირატესობებს გაუსვა ხაზი. ახალ პროექტი კი მთლიანად რასობრივი დისკრიმინაციის თემას მიეძღვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები