LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბირჟა მაფიის” მეორე წევრიც დარბაზიდან გათავისუფლდა

61

სასამართლო დარბაზიდან ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ მეორე წევრი, გიორგი ქებურიაც გათავისუფლდა, ქებურიას  სააპელაციო სასამართლომ 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ ასევე დარბაზიდან გაათავისუფლა ჯგუფის წევრი მიხეილ მგალობლიშვილი, მას მოსამართლემ 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება მისი არ ყოფილა და სამართალდამცველებმა ჩაუდეს ჯიბეში.

ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიის” წევრებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას ედავებიან. საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა, რადგან დაკავებულები ნარკოტიკული საშუალების ჩადებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები