LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bitfury ჯგუფმა ბიტკოინ მაინინგის ახალი სერვისი წარადგინა

113

Bitfury ჯგუფმა ბიტკოინ მაინინგის ახალი სერვისი Bitfury Tardis წარადგინა. Bitfury Tardis კომპანიის B8 მაინინგის სერვისის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომლის სიმძლავე 80 ტერაჰეშია წამში (80 TH/S). Bitfury Tardis აღჭურვილია Clarke ASIC ჩიპით და მომხმარებელს მისი განახლება შეუძლია.

ჩიპი (Clarke ) ბიტკოინის გამომუშავებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ეფექტურია. „Bitfury Tardis ჩვენი პორტფელის კიდევ ერთი განახლებაა, რომელიც პასუხობს ჩვენს სურვილს, რომ მომხმარებელს მაინინგის მეტად ეფექტური სერვისი შევთავაზოთ“, – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვი.

აღსანიშნავია, რომ განახლებით მომხმარებელს შეუძლია მაქსიმალურ ენერგოეფექტურობას მიაღწიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები