LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bitfury-მ გლდანის დატა ცენტრი აზიურ კომპანიას მიჰყიდა

100

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ Bitfury ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია.

Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, დატა ცენტრის გაყიდვა, აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოებას ემსახურება მიზნად.

„გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას გააგრძელოს წარმატებული გაფართოება აზიის ბაზარზე“, – განაცხადა ვავილოვმა.

შეგახსენებთ, Bitfury-მ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2016 წელს გახსნა. კომპანიამ დატა ცენტრში დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტური სისტემა, საპროცესინგო დატა ცენტრი BITFURY-ს ბოლო თაობის უახლესი ჩიპებით არის აღჭურვილი.

”Chong Sing Holdings ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელეს 24/7-ზე რეჟიმში სთავაზობს ონლაინ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგის აქციები ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება. Bitfury ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერია ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Group შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები