LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა მთავრობას შენიშვნებით დაუბრუნა

78

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა მთავრობას შენიშვნებით დაუბრუნა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის, თქმით, პროექტთან დაკავშირებით ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს, რის გამოც პროექტის უკან გადაიგზავნა.

კოვზანაძე იმედოვნებს, რომ მთავრობა კანონმდებლების შენიშვნებს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასახავს.

არის მთელი რიგი შენიშვნები, რომელსაც ვფიქრობ, რომ მთავრობა გადამუშავებულ ვერსიაში გაითვალისწინებს და მივიღებთ ადეკვატურ პასუხებს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დეპუტატებს ჰქონდათ,“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა 2018 წელს ეკონომიკურ ზრდას 4.5 პროცენტით ვარაუდობს და ამტკიცებს, რომ ახალ ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები