LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუსჰალტერი, რომელსაც მკერდის კიბოს აღმოჩენა შეუძლია (ვიდეო)

387

მექსიკელმა თინეიჯერმა, 18 წლის ჯულიან რიოს კანტუმ, რომელსაც დედა მკერდის კიბოთი გარდაეცვალა, ინოვაციური ბიუსჰალტერი – “სიმსივნის დეტექტორი” შექმნა.

ბიუსჰალტერი EVA BRA, ეხმარება ქალებს, რომ მკერდის კიბო ადრეულ სტატიაზე გამოავლინონ და დაავადებას უფრო ეფექტურად ებრძოლონ.

ბიუსჰალტერი 200 ბიოსენსორს შეიცავს, რომლებიც მკერდის ზედაპირს ეხება. მისი ტარება კვირაში მხოლოდ ერთი საათიც კი საკმარისია. თქვენი მკერდის შესახებ ინფორმაციას სპეციალური აპლიკაცია, მომხმარებელს და სურვილის შემთხვევაში, მის ონკოლოგსაც გადაეგზავნება.

ეს ბიუსჰალტერი განსაკუთრებით გამოსადეგია იმ ქალებისთვის, რომლებიც გენეტიკური ფაქტორების გამო, კიბოს რისკჯგუფში შედიან.

ჯულიან რიოს კანტუ 13 წლის იყო, როდესაც მის დედას ორივე ძუძუ მოკვეთეს, თუმცა ოპერაცია დაგვიანებული აღმოჩნდა და ჯულიანის დედა კიბოს მსხვერპლი გახდა. შესაბამისად, მას ამ ბიუსჰალტერის შექმნის პერსონალური მიზეზი ჰქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები