LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს ფორუმი და Shop Fest ერთად: თბილისი უცხოელ ინვესტორებს უმასპინძლებს

33

თბილისი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. „ბია“-ს ორგანიზებით, 2017 წლის 20 მარტს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“, გაიმართება ბიზნეს ფორუმი სახელწოდებით – „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“. როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ფორუმის მიზანია, საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები.

ორგანიზატორების ინფორმაციითვე, ფორუმს დაესწრებიან უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული კომპანიებისა და კერძო ფონდების წარმომადგენლები. ასევე, ქართველი მეწარმეები, ადგილობრივი მთავრობის, დიპლომატიური მისიებისა და სავაჭრო პალატების წარმომადგენლები.

”ფორუმის ფარგლებში, გაიმართება Shop Fest–ი, რომლის მიზანია, წლის განმავლობაში, ტრადიციად აქციოს ერთი დღე, როდესაც საქართველოში არსებული ბიზნესები შეძლებენ ექსკლუზიური პირობებითა და ფასით ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვას. შოფინგ ფესტივალზე კომპანიების მომსახურების გაცნობას შეძლებენ როგორც ფორუმის დამსწრეები, ასევე, სხვა დაინტერესებული პირები”, – აცხადებენ ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორები.

მათივე ცნობით, „ბია“ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს, აძლევს შესაძლებლობას, დაგეგმონ B2B შეხვედრები პოტენციურ უცხოელ ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან. შეხვედრის მიზანია პროექტის, კომპანიის წარდგენა საინვესტიციო კაპიტალის ან ფინანსური რესურსის მოზიდვის მიზნით, საექსპორტო არხების განვითარება და უცხოურ კომპანიებთან სხვა გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.

ფორუმთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის დასაცნობათ გამოიყენეთ ბმული https://goo.gl/h5c9EM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები