LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი ბორჯომში ტყის აღდგენის ინიციატივით გამოდის

163

ბიზნესი ბორჯომში ტყის აღდგენის ინიციატივით გამოდის – „თიბისი ჯგუფის” პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი „თიბისი ჯგუფისა” და კომპანია „ბორჯომის” მიერ აღდგება. ეს განცხადება ბიზნესმენმა გუშინ გააკეთა.

„თიბისი ჯგუფის” და კომპანია „ბორჯომის” საერთო გადაწყვეტილებით, ამ მძიმე მომენტში ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას და სრულად აღვადგენთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორიას, გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას და რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

არსებული ინფორმაციით, ბორჯომში ტყის აღდგენის ინიციატივას უკვე შეუერთდნენ ბიზნესმენი თემურ ჭყონია და კომპანია “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია”,  ასევე ქართული ფრის მწარმოებელი კომპანია “ფრეკო”, საქართველოს  ეროვნული ბიბლიოთეკა და ეკვილიბრიუმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები