LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი, რომელიც 1 მაღაზიით დაიწყო და დღეს 7 კომპანიას აერთიანებს – იუბილარია

126

ბიზნესი, რომელიც ერთი პატარა მაღაზიიდან დაიწყო და დღეს 7 მსხვილ კომპანიას აერთიანებს – „თეგეტა მოტორსი” იუბილარია. 

როგორც „ფორტუნას” „თეგეტა მოტორსიდან” აცნობეს, დღეისათვის კომპანია 24 ფილიალითაა წარმოდგენილი საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო მომხმარებელსა და 10 000–მდე კორპორატიული კლიენტს.

”თეგეტა არის ძლიერი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში უკვე 7 წარმატებული შვილობილი კომპანია შედის და 1 500-მდე თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს მისი უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, კომპანიის საქმიანობა ეფუძნება მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის პრინციპებს და მისი მისიაა პროფესიონალიზმით, თავდადებითა და ინოვაციების დანერგვით შექმნას მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და ავტოსერვისის ახალი კულტურა საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები