LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესის კეთების პარამეტრით, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ – გიორგი მარგველაშვილი

37

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური პარამეტრებით, ბიზნესის კეთების პარამეტრით, ბიზნესის სიიოლის პარამეტრით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კრინიცას  ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა და მისასალმებელია, რომ ეს დღე საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად იწყება.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მადლობა საქართველოს მთავრობას, პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტსა და საქართველოს სავაჭრო პალატას, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს საერთაშორისო და ეკონომიკური ღონისძიებების საქართველოში გამართვა. მისივე თქმით, საქართველოში ბიზნესმენი გადის ორი დიდ ბაზარზე და ისეთ ძლიერ ბაზრებზე როგორიც არის ევროკავშირი, როგორიც არის ჩინეთი, თურქეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები.

„ძალიან დიდი პოტენციალია ჩვენს ქვეყანაში. აღმოსავლეთ-დასავლეთ ეკონომიკურ პროცესში საქართველო სულ უფრო იმკვიდრებს პრინციპულ და მნიშვნელოვან როლს, ეს არის ენერგომატარებლების გატანა და განსაკუთრებით პროექტები, რომლებიც ევროპაში დამთავრდება. ეს არის სავაჭრო გზები, რომელიც სწორედ საქართველოს გავლით ევროპულ და აზიურ ბაზრებს ერთმანეთს ახვედრებს. შავი ზღვა აღმოსავლეთ ზღვის არმქონე ეკონომიკებისთვის  ხდება ის ადგილი, საიდანაც ისინი გაიტანენ თავიანთ პროდუქტებს. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური პარამეტრებით, ბიზნესის კეთების პარამეტრით, ბიზნესის სიიოლის პარამეტრით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ, სწორი პოლიტიკის შედეგად, რომელიც ამ მიმართულებით ტარდებოდა. საქართველოში ინვესტირება გულისხმობს ინვესტირებას არა მცირე ბაზარზე, არამედ იმ ღია და ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, რომელმაც შედეგად მოგვიტანა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თბილისში კრინიცას ეკონომიკური ფორუმი ტარდება. ფორუმს საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და 300-მდე სტუმარი დაესწრება.

ეკონომიკური ფორუმის მიზანი ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნა და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარებაა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიების სხვადასხვა საკითხზე მათ შორს – ევროკავშირთან ასოცირება, ენერგოუსაფრთხოება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში და პერსპექტიული სატრანზიტო არეალი.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია რეგიონულ უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები