LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენი ალიკა დავითაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

132

ბიზნესმენი ალიკა დავითაძე საკუთარ სახლში, ბათუმში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, ალიკა დავითაძე მოკლულია. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ალიკა დავითაძე აჭარაში ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული დღემდე არაერთ ბიზნესს ფლობდა. ყოფილი პრეზიდენტის დროს ის იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს და სასჯელის სახით 5 წელი და სამი თვე ციხეში გაატარა. პატიმრობაში მყოფმა დავითაძემ საკუთარი ბიზნესი შვილიშვილს და რძალს გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები