LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენის შვილის გატაცება – ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებული 10 პირიდან სამი გაათავისუფლეს

93

ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით დაკავებული 10 პირიდან სამს პროკურატურამ ბრალი არ წაუყენა. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ ოთარ გელაძე, ნიკა ქავთარაძე და მარინა ესაძე გაათავისუფლეს.ადვოკატების თქმით, სამივე მათგანი მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ პროკურორები. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სამი ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

დანარჩენი შვიდი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობას ამ წუთებში იწყებს.

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი 18 ოქტომბერს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.არსებული ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი რუსეთში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები