LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესომბუდსმენი ბიზნეს დავების სპეციფიკაში არსებულ გამოწვევას ასახელებს

91

“ბოლო პერიოდში შემცირებულია საქმეების განხილვის დრო, მაგრამ გამოწვევად რჩება ბიზნეს დავების სპეციფიკაში სასამართლოს  სპეციალიზაცია“ – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენი აცხადებს. ირაკლი ლექვინაძემ კონფერენაციაში “არბიტრაჟის დღეები 2018”-ში მიიღო მონაწილეობა და დელეგატებს სიტყვით

ლექვინაძის თქმით, მთავარი შენიშვნა, რომელიც დღეს კერძო სექტორს აქვს არის სასამართლოს სპეციალიზაციასთან და სასამართლო დავებთან დაკავშირებული პრობლემები.

“ბიზნესი საუბრობს სასამართლოში ხარვეზებზე, არბიტრაჟის დაფუძნება კი ამ პრობლემის  გადაჭრის საუკეთესო გზაა. ბიზნესის შენიშვნები ეხება საქმეების განხილვის გაჭიანურებას და სიღრმისეულ შესწავლას რიგი საკითხებისას, რომელიც ბიზნეს დავების სპეციფიკას უკავშირდება. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ახალი რეფორმა, რომელიც იქნება დაკავშირებული კომპეტენციების ზრდასთან, ახალი საარბიტრაჟო პლატფორმების შექმნასთან –  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით ბიზნეს ეძლევა კიდევ ერთი სივრცე, სადაც შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას. მისასალმებელია, რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დელეგაციაა ევროკავშირიდან. ისინი საკუთარ გამოცდილებაზე მოყვებიან და გაფორმდება მემორანდუმი ვენის არბიტრაჟთან. ასევე, ძალინ მნიშვნელოვანი სიახლეა მემორანდუმი პარიზის საარბიტრაჟო სასამრთლოსთან, რომელიც დეკემბერში  გაფორმდება. ეს არის ერთერთი მართლაც ძალიან ავტორიტეტული პლატფორმა მთელს მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ მისი წარმომადგენლობა იქნება საქართველოში. აღნიშნული პლატფორმების გამოყენებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა  რეგიონში იქცეს ბიზნესისთვის ერთერთ მნიშვნელოვან დავების განმხილველ ცენტრად.” – ამბობს  ირაკლი ლექვინაძე.

ცნობისთვის, თბილისის არბიტრაჟის დღეები საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე დიდი ყოველწლიური ფორუმია ჩვენს რეგიონში, რომელიც ინფორმაციის გაცვლას და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისახავს მიზნად. ღონისძიება  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები