LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესომბუდსმენი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ბიზნესაქტივობების შემცირებას ელის

126

ბიზნესომბუდსმენი ეროვნული ბანკის რეგულაციებს ეხმაურება. ირაკლი ლექვინაძის თქმით, რეგულაციებით ეკონომიკური ზრდა არ შემცირდება და ჭარვალიანობის პრობლემაც გადაიჭრება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ საბოლოო რედაქციაში ოქროს შუალედი ნაპოვნი იქნება. ლექვინაძე რეგულაციების მთავარ მიზანზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის პასუხი ჭარბვალიანობაზე.

 

ბიზნესომბუდსმენი ასევე განმარტავს, რომ არსებული რედაქცია საკმაოდ მკაცრია, რომელიც ერთი მხრივ საფინანსო სექტორს შეეხება,  ასევე- ბიზნესის სხვა მიმართულებებს. ლექვინაძე ამბობს, რომ შეიძლება ბიზნეს აქტივობები საკმაოდ შემცირდეს და ამან ასახვა ჰპოვოს ეკონომიკურ ზრდაზე.

 

მისივე ინფორმაციით, სექტორებს შორის სებ-თან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  ”მგონია, რომ რეგულაციების საბოლოო მიღებამდე იქნება ის ოპტიმალური წერტილი, რომელიც ერთის მხრივ უპასუხებს იმ გამოწვევას, რომელიც გარკვეულ ჯგუფთან მიმართებაში ჭარბვალიანობის პრობლემა ჰქვია და მთლიანობაში არ იქნება მნიშვნელოვანი ზეგავლენის მომხდენი სხვადასხვა ბიზნეს სექტორებზე, რომელიც სარგებლობენ საფინანსო ინსტუტების რესურსით.“- აცხადებს ლექვინაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები