საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 660,1 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება.
ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21,5%-ით გაიზარდა და 21,1 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
კერძოდ, 2017 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 10,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 19,5%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს: 2017 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 44,3% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,7% – საშუალო, ხოლო 34,0% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 38,8%, საშუალოზე – 25,3%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 35,9%. აღსანიშნავია, რომ საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის IV კვარტალში 15,6 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20,5%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 9,7 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20,1 %-ით მეტი).
2017 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 660,1 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% – კაცი.
საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,4% – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,9% – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 629,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 7,7%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2367,5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,6 %-ით მეტი).
2017 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1241,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 111,1 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 909,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 90,3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1270.0 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1378.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1132.7 ლარი.
ამასთან, რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 64.1%, აჭარის ა.რ. – 9.2%, იმერეთი – 7.0%, ქვემო ქართლი – 5.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.1%.
უწყების ცნობით, 2017 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 47,3% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა – 11,2%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა – 9,7%- იანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 9,1%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,4%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3,9%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 12,4% კი სხვა დარგებზე ნაწილდება: 2017 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,4%) და მშენებლობა (20,8%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17,5%) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9,2%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 30,1 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2017 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 24,8%, 13,8% და 11,1%-იანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10,2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,0%), და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,3%): დამამუშავებელი მრეწველობა 22.4%; მშენებლობა 20.8%; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი17.5%; ტრანსპორტი და დასაწყობება 9.2%, სხვა დარგები 30.1%
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი
თანმიმდევრობით: თბილისი – 72.2%, აჭარის ა.რ. – 7.2%, ქვემო ქართლი – 6.3%, იმერეთი – 4.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3%. რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი.