LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Black Rock Development – ქართულ სამშენებლო ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდა

1996

ქართულ სამშენებლო ბაზარზე ახალი კომპანია შემოვიდა. Black Rock Development საქართველოში მრავალსართულიანი, ევროპული სტანდარტების კორპუსების აშენებას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანია თბილისში, სანაპიროზე, დიდუბის მეტროდან 500 მეტრში 4 მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.

”ამჟამად მიმდინარეობს საძირკვლის ჩაყრის სამუშაოები. ეს იქნება საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც ექნება 200 ავტომობილზე გათვლილი საკუთარი ავტოსადგომი, ჩაკეტილი და დაცული სადარბაზოები, ამასთან, მეორე სართულიდან ექნება ხედებიც”, – განუმარტეს ”ფორტუნას” Black Rock Development-ში.

მათივე ინფორმაციით, კორპუსები 11 და 14 სართულიანი იქნება და მათი მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში დასრულდება.

როგორც Black Rock Development-ში აცხადებენ, საცხოვრებელი ფართების გარდა, კორპუსში სპორტული სკოლაც განთავსდება, რომელსაც საკუთარი სპორტული მოედანი ექნება.

”ვეცდებით, ჩვენი საქმიანობით დავიმსახუროთ მომხმარებლის ნდობა. ამასთან ფასებიც იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე ფართების გაყიდვა უკვე დაწყებული გვაქვს. დღეიდან კი მიმდინარეობს ფასდაკლების აქცია- კვადრატული მეტრის ფასი 1 222 ლარიდან იწყება”, – ამბობენ დეველოპერულ კომპანიაში.

ცნობისთვის, Black Rock Development 2017 წლის აგვისტოში დაფუძნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები