LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Black Sea Arena-ზე ავტოსადგომის მოსაწყობად 2 მილიონზე მეტი დაიხარჯება

1432

Black Sea Arena-ზე ავტოსადგომის მოსაწყობად 2 მილიონ 636 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი.

“სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიეცეს უფლება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (შეკვეთილი) მდებარე ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2 636 000 (ორი მილიონ ექვსას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარის ფარგლებში”,- წერია მთავრობის განკარგულებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები