LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლატერი სკანდალით ალაპარაკდა: ყატარმა მსოფლიო სარკოზის ზეწოლით მიიღო

93

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა.

”ყატარმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დახმარებით მიიღო, რომელიც ზეწოლას ახორციელებდა ფიფას მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტ მიშელ პლატინიზე”, – განაცხადა ბლატერმა საკუთარ ტვიტერის ანგარიშზე და იქვე დასძინა, რომ ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გულშემატკივრებს მისი წიგნის მე-10 თავში შეეძლებათ წაკითხვა, რომელსაც ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ”ჩემი სიმართლე” დაარქვა.

იოზეფ ბლატერის თქმით, ნიკოლა სარკოზიმ თავისი პოლიტიკური გავლენა გამოიყენა და მიშელ პლატინი აიძულა ყველა საშუალებისთვის მიემართა საიმისოდ, რომ მსოფლიოს 2022 წლის პირველობის მასპინძლად სწორედ ყატარი ყოფილიყო არჩეული.

 

 

შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე 2015 წლამდე მუშაობდა, საიდანაც კორუფციის ბრალდებით, ცნობილი კორუფციული სკანდალის დროს დაითხოვეს.

მსოფლიო პირველობა ყატარში 2022 წლის21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები