LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონის მეორე კონცერტიც გაიმართება – როდიდან შეძლებთ ბილეთების შეძენას

46

ელტონ ჯონის თაყვანისმცემლებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა „სოლომ“. მათი და „ისთერნ პრომოუშენსის“ ორგანიზებით, „ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონის არა ერთი, არამედ ორი კონცერტი გაიმართება. 16 სექტემბერს პირველი კონცერტი შედგება, ხოლო 17 სექტემბერს – მეორე. ეს გადაწყვეტილება იმითაა გამოწვეული, რომ უპრეცედენტო დაინტერესება გამოიხატა ელტონ ჯონის კონცერტის გამო და ბილეთების ყიდვა ბევრმა მსურველმა ვერ შეძლო.

როგორც „სოლოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 1-ელ ივლისის დილის 09:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს – ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO – ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს“.

16 სექტემბერს კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა არა „სოლოს“ მომხმარებლისთვის 29 ივნისის დილის ცხრა საათიდან დაიწყება საიტზე tkt.ge.

„გრემის“ ექვსგზის ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი მუსიკოსი საქართველოს პირველად ეწვევა მსოფლიო ტურნეს ფარგლებში და შეასრულებს როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე სიმღერებს თავისი ბოლო ალბომიდან „Wonderful Crazy Night“.

250 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული 4 000-ზე მეტი წარმოდგენა – 50 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ლეგენდარულ ელტონ ჯონს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ოსკარი, ოქროს გლობუსი, 6 გრემისა და 4 ბრიტანული მუსიკის ჯილდოები და სხვა. ლეგენდარულმა მომღერალმა მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა, როგორც სასცენო წარმოდგენებისთვის, ასევე ცნობილი ფილმებისთვის – The Lion King, Elton John and Tim Rice’s Aida და სხვა.

1996 წელს, ელტონ ჯონს მუსიკალურ ინდუსტრიასა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის კომანდორისა და რაინდის წოდება მიენიჭა.
1980-იანი წლებიდან, ელტონ ჯონი აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ კამპანიაში. 1992 წელს, მან „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდიც“ დააარსა.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები