LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლექ სი არენაზე“ ერიკ ბენესა და სი ლო გრინის კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება

87

ერიკ ბენე და სი ლო გრინი ერთობლივ „სოულის ღამეს“ ვარსკვლავური შემადგენლობის ბენდთან ერთად 10 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გამართავენ. ერიკ ბენე საქართველოში უკვე ნამყოფია, სი ლო გრინი კი ჩვენს ქვეყანას პირველად ესტუმრება. მათ ცალ-ცალკე პროგრამა ექნებათ და ერთობლივ ჯემსეიშენსაც შემოგვთავაზებენ.

ერიკ ბენესა და სი ლო გრინის კონცერტის მიმართ მელომანებმა დიდი დაინტერესება გამოთქვეს. „ჩენ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში მოქცეული ყველა კონცერტის მსგავსად, აქაც საკმაოდ დემოკრატიული ფასებია ბილეთებზე. ამ ღონისძიების ბილეთები უკვე დევს საიტზე tkt.ge. ბილეთების ფასები 20 ლარიდან იწყება და 150 ლარით სრულდება.

კონცერტის საღამოს დარბაზის შესასვლელი კარი 19:00 საათზე გაიღება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონცერტი ამ დროს იწყება. მითითებულია მხოლოდ კარის გახსნის დრო, ვინაიდან მოგეხსენებათ, 10 000 ადამიანის დარბაზის ტერიტორიაზე შეშვებას გარკვეული დრო სჭირდება. თავად კონცერტი კი მოგვიანებით დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები