LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით,”-გახარია

82

„ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით იმით, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების დაშლა და იმ კლუბიდან გამოყვანა,“ – ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გააკეთა.

პარლამენტარების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს, გიორგი გახარიამ განმარტა, თუ რატომ მოუბოდიშა პარლამენტის წინ შეკრებილებს, რის შემდეგაც აქცია დაიშალა.

„ასევე, მოვუხადეთ ბოდიში იმათ, ვინც ამ ემოციურ ფონზე აღმოჩნდა რუსთაველზე და პარლამენტის წინ, მათაც მოვუხადეთ ბოდიში, იმიტომ, რომ ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიციის აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანი ღონისძიება გახდა გარკვეული ტრიგერი იმისთვის, რომ ამას მოყოლოდა ის ფორმები გამოხატვის თავისუფლების, რომელიც იყო და მოვიხადეთ ეს ბოდიში,“ – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, პოლიციის ქმედება კლუბებში შესვლის დროს აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო და დისკომფორტის შექმნის გამო მოიხადა მან ბოდიში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები