LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლივუდი საქართველოში მასშტაბურ ფილმს “MACHINE” იღებს

53

ბოლივუდი საქართველოში მის ერთ-ერთ მასშტაბურ კინოპროექტზე “Machine” მუშაობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბოლივუდი ფილმის ყველა სცენას საქართველოში გადაიღებს.

“Machine”რომანტიკული თრილერია, რომელიც 2 გოგოსა და 2 ბიჭის დაძაბული ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებში მონაწილეობას ქართველი მსახიობებიც იღებენ.
გადაღებები უკვე დაწყებულია. იგი 65 დღის მანძილზე გაგრძელდება და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.
ფილმის სცენები გადაიღეს რუსთავსა და ბათუმში, გადაღებების გაგრძელება კი კახეთში, ბაზალეთზე,ბორჯომში, მესტიაში, რაბათის ციხესა და მარტვილში იგეგმება.

“Machine” ბოლივუდის ყველაზე მასშტაბური კინოპროექტია საქართველოში, რომელზეც „Betterfly Production” და „Abbas Mustan” ერთობლივად ახორციელებენ.

ფილმის მწარმოებელი კომპანია ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ქეშ რიბეითის სქემით ისარგებლებს.
ქეშ რიბეითი არის ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემა, რომლის თანახმად, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ფილმის წარმოების ხარჯებიდან შესაძლოა გამოიყოს კვალიფიციური ხარჯი. ამ ხარჯის 20% კი ფილმის მწარმოებელ კომპანიას უკან დაუბრუნდება.

ქეშ რიბეითი პროგრამის “გადაიღე საქართველოში” შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მეწარმეობის განვითარების სააგენტო ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს და მალე საერთაშორისო მასშტაბით დიდ კინომწარმოებლებს უმასპინძლოს.

 

gnfc.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები