LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში, გამგეობასთან 3 პირი დაჭრეს

44

ბოლნისში, გამგეობასთან სამი პირი დაჭრეს. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა პირმა საფანტის იარაღიდან გაისროლა.

შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები