LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 15-20 წლის განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა – გიორგი გახარია

97

ბოლო 15-20 წლის განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

რეფორმის ძირითად მიმართულებებს შს მინისტრი და მთავარი პროკურორი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ. გიორგი გახარიას თქმით, შსს-ში ხორციელდება რეფორმები როგორც სტრუქტურული, ასევე შინაარსობრივი. მისი მიზანი კი უწყებაში საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებაა.

“ძირითადი მიმართულება რეფორმების კრიმინალურ პოლიციაში ისახავდა მიზნად სპეციალიზაციის გაჩენას და კონკრეტულ დაყოფას როგორც პასუხისმგებლობის, ასევე მიმართულებების – საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიულ სამუშაოებად. ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. უკვე გვაქვს პირველი შედეგებიც, თუმცა დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი გახლავთ, ვისაუბროთ საგამოძიებო კომპონენტში მიმდინარე რეფორმების ხასიათზე და ხარისხზე. ჩვენ გვინდა ეს განხილვა დავიწყოთ იმით, რომ შევაფასოთ ის სტატუსი, ის წერტილი, საიდანაც ამ რეფორმებს ვიწყებთ. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საგამოძიებო კომპონენტი და საერთოდ კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები