LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო მონაცემებით 16 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას საბერძნეთში

53

საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში 16 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

გადაუღებელმა წვიმამ და წყალდიდობამ ყველაზე მეტად ათენის მახლობლად მდებარე სამი ინდუსტრიული ქალაქი დააზარალა. ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

გავრცელებული ცნობით, დატბორილ სახლებში წყლის დონე ერთ მეტრს აჭარბებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები