LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ორ კვირაში პროდუქტი 20 ლარით გაძვირდა – მზადება ახალი წლისთვის

ერთი კვირა ახალ წლამდე – მოსახლეობა საახალწლო მზადების დასკვნით ეტაპზე გადადის. 2 კვირის წინანდელთან შედარებით, პროდუქტის ჯამური თანხა 20 ლარით გაიზარდა ბაზრობებზე წინასაახალწლო სამზადისი 1 დეკემბრიდან დაიწყო. მაშინ გამყიდველები მოსახლეობას ურჩევდნენ, არამალფუჭებადი პროდუქტი შეეძინათ და გრილ ადგილებში შეენახათ. გამყიდველები პროდუქტის ფასების ზრდას პროგნოზირებდნენ.

25 დეკემბერს, ახალ წლამდე 6 დღით ადრე, პროდუქტებზე ფასები მართლაც შეიცვალა. დღევანდელი მონაცემები შეგიძლიათ, ცხრილში იხილოთ.

ცხრილის მიხედვით, ფასებმა, ძირითადად, ხილ-ბოსტნეულსა და ხორცზე მოიმატა. შესაბამისად, საახალწლო სუფრის მომზადება დეკემბრის დასაწყისში რომ დაგვეწყო, სუფრის შემადგენელი ძირითადი პროდუქტების ღირებულება, საშუალოდ, 98,6 ლარს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით კი ეს თანხა 117,8 ლარამდე გაიზარდა.

ეს თანხა საშუალოდ იმ შემთხვევაში დაჯამდება, თუ თითო პროდუქტს მხოლოდ თითო კილოგრამს შევიძენთ.

გარდა ამისა, “ფორტუნამ” გამოკითხვა ჩაატარა, რა სამ ძირითად კერძს მივირთმევთ ქართველები ახალ წელს. გამოკითხვამ სამზე მეტი კერძი გამოკვეთა: ბაჟე/საცივი, სალათი “ოლივიე”, ხაჭაპური, ისპანახის ფხალი, გოჭის ხორცი/მწვადი, ხაშლამა, ტოლმა და, რასაკვირველია, გოზინაყის ნუგბარი.

  1. ბაჟეს მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების შეძენა, ჯამურად, საშუალოდ 20-22 ლარი დაგიჯდებათ. საცივის შემთხვევაში ეს თანხა 26-28 ლარამდე აიწევს.
  2. სალათი “ოლივიე”, საშუალოდ – 14 ლარი;
  3. ხაჭაპური, საშუალოდ – 16-18 ლარი;
  4. ისპანახის ფხალი, საშუალოდ – 20-22 ლარი;
  5. გოჭის ხორცი/მწვადი, საშუალოდ – 60-70 ლარი;
  6. ხაშლამა, საშუალოდ – 25 ლარი;
  7. ტოლმა, საშუალოდ – 25 ლარი;
  8. გოზინაყი, საშუალოდ – 30-32 ლარი.

მთლიანობაში, საახალწლო სუფრის კერძების მოსამზადებლად თანხამ 218 ლარი შეადგინა, რაც ცალკე აღებული პროდუქტების ფასზე 100 ლარით მეტია.

“ფორტუნა” ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

 

თათია კაკიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები