LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო სამ თვეში, საქართველოს საზღვარი 1 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა

79

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ ქვეყანა 1 005 183-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა.

ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა „ფორტუნამ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან გამოითხოვა.

რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, 28 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ქვეყანაში სულ 989 918 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის, უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში და ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს.

პოპულალურები