LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო სამ წელში 40 ქალი გახდა ფემიციდის მსხვერპლი – ნინო ლომჯარია

89

სახალხო დამცველმა დღეს საქართველოში ფემიციდის ფაქტებთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ნინო ლომჯარიას ანგარიში სამი წლის პერიოდს მოიცავს. ომბუდსმენის განცხადებით, ქალთა მკვლელობა ხშირ შემთხვევაში გენდერული უთანასწორობით არის განპირობებული.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამ წელში 40 ქალი გახდა ფემიციდის მსხვერპლი.

სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველი პარლამენტისგან მოითხოვს ფემიციდი სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლით განისაზღვროს.

ქალთა მოძრაობამ ფემიციდზე პეტიცია შექმნა. მისი ავტორების თქმით, საქართველოში ქალების გახშირებული მკვლელობების გამო საქართველოს პარლამენტს, პროკურატურას, შსს-სა და პრეზიდენტს მიმართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები