LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო შემოწმება ჯანდაცვამ დეკემბერში ჩაატარა – შახტის მფლობელი კომპანიის დირექტორი

124

ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად 6 მუშა გარდაიცვალა, შახტის მფლობელი კომპანია „საქნახშირის“ დირექტორმა პირველი კომენტარი გააკეთა. ჯამბულ ჯაყელის თქმით, შახტში შემოწმება დეკემბერში ჩატარდა.

„გეგმიურ შემოწმებას ატარებს ზედამხედველობის სამსახური, ჯანდაცვა. ბოლო შემოწმება იყო დეკემბრის თვეში. გასულია სამი თვე. გამაგრება იმდენად მყარი იყო, რომ, ფაქტობრივად, საველე შტრეკები და ქვეშლაგი, სადაც ხალხი იმყოფება, არ არის დაპრესილი და შესვლა შეუძლებელი არ არის. ეს ხალხი ადვილად გამობვიყვანეთ. მანდ იყო ჰაერის მაღალი წნევის დიდი ჭავლი, რომელმაც, სავარაუდოდ, გვერდებზე მიახეთქა და დაღუპვა გამოიწვია,“- განაცხადა “საქნახშირის” დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა.