LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო წლების საუკეთესო „ოსკაროსანი“ ფილმები

12284

ოსკარის რიგით 89-ე ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე გავიხსენოთ ის ლეგენდარული ფილმები, რომლებმაც „ოსკარი“ ბოლო 10 წლის მანძილზე მიიღეს. ფილმები, რომლებიც არაერთხელ გვაქვს ნანახი და რომელთა გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა.

 

გლადიატორი (2001)

რიდლი სკოტის ამ ფილმმა ამერიკული კინოაკადემიის რიგით 73-ე ცერემონიაზე 5 „ოსკარი“ აიღო. მათ შორის საუკეთესო ფილმისა და მამაკაცის საუკეთესო როლისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2001 წელს რასელ ქროუს კონკურენტი არ ჰყვადა, თუმცა, ოსკარის მიღება თავად მსახიობისთვის მაინც მოულოდნელი იყო.

ბრწყინვალე გონება (2002)

„გლადიატორის“ წარმატებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე რასელ ქროუ კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამჯერად ფილმით „ბრწყინვალე გონება“, სადაც მან გენიოსი მათემატიკოსის როლი განასახიერა. ფილმმა 4 „ოსკარი“ მიიღო. მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის, რეჟისორის,  ქალის მეორეხარისხოვანი როლისა და საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის. რასელ ქროუ ასევე იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა ოქროს ქანდაკება სახლში მხოლოდ მისმა პარტნიორმა, ჯენიფერ ქონელიმ წაიღო.

ჩიკაგო (2003)

ამერიკის კინოაკადემიას ძალიან უყვარს მიუზიკლები. ამდენად არავის გაკვირვებია, რომ 2003 წელს „ოსკარი“ საუკეთესო ფილმისთვის მიიღო რობ მარშალის ფილმმა „ჩიკაგო“. გამარჯვებული ფილმი კერკ და მაიკლ დუგლასებმა გამოაცხადეს. საერთო ჯამში „ჩიკაგო“ 6 ოსკარით დაჯილდოვდა. ოსკარზე წარდგენილი იყო ფილმში მონაწილე თითქმის ყველა მსახიობი, თუმცა „ოსკარი“ მხოლოდ კეტრინ-ზეტა ჯონსმა მიიღო.

ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება (2004)

2004 წლის „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე ფილმმა ყველა რეკოდრი მოხსნა. პიტერ ჯექსონის ამ სათავგადასავლო ფილმმა 11 ნომინაციიდან ყველაში გაიმარჯვა და ამით „ბენ-ჰურის“ 1959 წლის და „ტიტანიკის“ 1997 წლის რეკორდები გაიმეორა. გარდა ამისა, ფილმს 98 ჯილდო და 62 ნომინაცია აქვს მიღებული.

გოგონა მილიონ დოლარად (2005)

კლინტ ისტვუდი უდავოდ კინოაკადემიის საყვარელი რეჟისორია. მისი დრამა „გოგონა მილიონ დოლარად“  რიგით 77-ე ცერემონიაზე ერთდროულად 4 „ოსკარის“ მფლობელი გახდა. ფილმმა ყველა მთავარი ჯილდო მიიღო, წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტული კლინტ ისტვუდს ხვდა წილად, საუკეთესო მსახიობებად კი ჰილარი სვონქი და მორგან ფრიმენი დაასახელეს. წლის ფილმის ნომინაციის გამოსავლენად კი სცენაზე ბარბარა სთრეიზანდი და დასტინ ჰოფმანი გამოვიდნენ.

შეჯახება (2006)

პოლმ ჰაგისის ეს ფანტასტიკური დრამა ნამდვილად არ იყო 2006 წლის ფავორიტი, თუმცა კინოაკადემიამ სხვაგვარად გადაწყვიტა. ფილმმა, სადაც ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობები მონაწილეობენ,  3 „ოსკარი“ მიიღო. მათ შორის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

განდგომილები (2007)

მარტინ სკორსეზეს ფილმს, ლეონარდო დიკაპრიოსა და მეთ დეიმონის მონაწილეობით, 4 “ოსკარი” აქვს მიღებული, მათ შორის საუკეთესო რეჟისორისა და ფილმის ნომინაციაში.

მოხუცებისთვის აქ ადგილი არ არის (2008)

ამ ფილმმა „ოსკარის“ რიგით მე-80 ცერემონიაზე 4 მთავარი პრიზი მიიღო. მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მეორეხარსხოვანი მსახობი მამაკაცისა და საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის. ფილმი ძმებმა კოენებმა გადაიღეს და მასში მთავარ როლს ჰავიერ ბარდემი, ტომი ლი ჯონსი და ჯოშ ბროლინი ასრულებენ.

ღარიბი მილიონერი (2009)

ფილმი „ოსკარის“ 10 ნომინაციაში იყო წარდგენილი და 8–ში გაიმარჯვა. მათ შორის საუკეთესო ფილმის ტიტულის მფლობელიც გახდა. ფილმის რეჟისორი დენი ბოილია.

ქარიშხლის მბრძანებელი (2010)

ესაა პირველი ფილმი ოსკარების ისტორიაში, რომელიც ქალმა რეჟისორმა გადაიღო და რომელსაც 6 „ოსკარი“ აქვს მიღებული. მათ შორის ამერიკის კინოაკადემიამ ქეთრინ ბიგელოუ წლის საუკეთესო რეჟისორად დაასახელა. სცენაზე გამარჯვებული რეჟისორი  ბარბარა სთრეიზადმა წარადგინა, ხოლო ფილმი, ტომ ჰენქსმა.

მეფის სიტყვა (2011)

ფილმი „ოსკარის“ 12 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. საბოლოოდ კი სურათმა პრიზი საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მსახიობი მამაკაცისა და ორიგინალური სცენარისთვის მიიღო. ფილმის რეჟისორი ტომ ჰუპერია და მასში მთავარ როლს კოლინ ფერტი ასრულებს.

არტისტი (2012)

ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან უმაღლესი შეფასება მიიღო და „ოსკარის 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და მსახიობის ნომინაციებში. წლის მსახიობი მამაკაცი ჯან დიუჟადენი გახდა, რომელმაც „არტისტში“ შესრულებული როლისთვის კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზიც მიიღო.

ოპერაცია „არგო“ (2013)

ბენ აფლეკის მიერ გადაღებული პოლიტიკური თრილერი რიგით 85-ე ცერემონიაზე 3 „ოსკარის“ მფლობელი გახდა. წლის საუკეთესო ფილმი თეთრი სახლიდან საზეიმო ვითარებში ამერიკის მაშინდელმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ დაასახელა.

მონობის 12 წელიწადი (2014)

რასიზმის თემაზე გადაღებული ამ ფილმის წყალობით სტივ მაქუინი გახდა პირველი შავკანიანი რეჟისორი, რომელმაც „ოსკარი“ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მიიღო. ფილმმა, რომლის თანაპროდიუსერი ბრედ პიტია, საერთო ჯამში 3 „ოსკარი“ აიღო. მათ შორის ქალის მეორეხარისხოვანი  როლისთვის ოქროს ქანდაკების მფლობელი  ლუპიტა ნიონგო გახდა.

ადამიანი ჩიტი (2015)

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ეს შავი კომედია „ოსკარის“ ტრიუმფატორი გახდა. ფილმმა იმ წლიოს ფავორტი კინოსურათი „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტიც“ კი დაჩრდილა. ფილმში მთავარ როლს მაიკლ კიტონი ასრულებს.

 

ყურადღების ცენტრში (2016)

ტომ მაკარტის ფილმმა ჟურნალისტური გამოძიების შესახებ წინა წლის ფავორიტს სურათს, „გადარჩენილს“ მთავარი პრიზი წართვა. ფილმი წლის საუკეთესო კინოსურათად დასახელდა და ასევე ორიგინალური სცენარის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.

S_07041.CR2

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები