LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო წლების საუკეთესო საშინელებათა ფილმების ტოპ–10

გახლეჩილი / Split (2017)

საშინელებათა ჟანრის ეს ფილმი ახალგაზრდა მამაკაცის, კევინის ამბავს გვიყვება, რომელშიც 23 პიროვნება ცხოვრობს. კინოსურათში მთავარ როლს ჯეიმს მაკევოი ასრულებს და კინოსურათში ძირითადი მოქმედებები  სარდაფში ვითარდება.

წყევლა 2 / The Conjuring 2

ფილმის მთავარი გმირები, ლორან და ენ ვარენები ჩრდილოეთ ლონდონში მიემგზავრებიან, რათა მარტოხელა დედას დაეხმარონ, რომელიც 4 შვილს მარტო ზრდის. სახლში კი, სადაც ის ცხოვრობს, ბოროტება ბუდობს.

სხვები /  The Others

ალეხანდო ამენაბარის 2001 წელს გადაღებული ფილმი, სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს. ის ფილმში მარტოხელა დედას განასახიერებს, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად უზარმაზარ ბნელ სახლში ცხოვრობს. ბავშვებს განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვთ დღის შუქის მიმართ და ისინი ამტკიცებენ, რომ სახლში მოჩვენებები არიან.

ხაფანგი / The Resident

ფილმში მთავარ როლებს ჯეფრი დინ მორგანი და ჰილარი სვონქი ასრულებენ. 2011 წლის კინოსურათი ახალგაზრდა ექიმი ქალის ისტორიას გვიყვება, რომელიც ნიუ-იორკში სახლს ქირაობს. მალევე ის ხვდება, რომ სახლში მარტო არ არის.

ვაკანსია / Vacancy

ფილმი ახალგაზრდა წყვილის ისტორიას გვიყვება, რომლებიც მიტოვებულ სასტუმროში ღამის გასათევად ჩერდებიან. მალევე ისინი აღმოაჩენენ, რომ ამ სასტუმროში არავინაა და ისინი სასტიკი რეალითი შოუს მონაწილეები ხდებიან. კინოსურათში, რომელიც 2007 წელსაა გადაღებული, მთავარ როლს კეიტ ბეკინსეილი ასრულებს.

ელიზა გრეივსი / Eliza Graves

ედგარ ალან პოს რომანის ეკრანიზაცია, რომელიც 2014 წელსაა გადაღებული. ფილმი ახალგაზრდა ფსიქიატრის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკაში იწყებს მუშაობას, მალე კი ხვდება, რომ საავადმყოფოში ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა იყოს. გამოძიებას ახალგაზრდა ექიმი საშინელი ისტორიის გახსნამდე მიჰყავს.

ზარი  /The Call

ფილმი 911-ის ოპერატორის შესახებ, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცდილობს გადაარჩინოს გოგონა, რომელიც სერიულ მკვლელს ჰყავს გატაცებული. კინოსურათში მთავარ როლს ჰოლი ბერი ასრულებს.

გატაცება / Kidnap

კიდევ ერთი ტრილერი ჰოლი ბერის მონაწილეობით, რომელიც ეკრანებზე გასულ წელს გამოვიდა. ფილმი მარტოხელა დედის ისტორიას გვიყვება, რომელსაც პატარა შვილს გასართობი პარკიდან მოტაცებენ. დედის ამოცანაა, ყველა შესაძლო გზით იპოვოს გამტაცებლები.

გოტიკა / Gothika

ჰოლი ბერი საშინელებათა ჟანრის ნამდვილი ვარსკვლავია. ფილმმა „გოტიკა“ მას კინოკრიტიკოსების უმაღლესი შეფასება მოუტანა. გარდა ამისა, კინოსურათში მთავარ როლებს რობერტ დაუნი ჯუნიორი და პენელოპა კრუზი ასრულებენ. ჰოლი ბერი ფილმში ფსიქოლოგის როლს ასრულებს, რომელიც ავარიის შემდეგ თავად აღმოჩნდება ფსიქიატრიული კლინიკის კედლებში, სადაც მას საკუთარი ქმრის მკვლელობაში ადანაშაულებენ.

ობოლი / Orphan

ახალგაზრდა წყვილის ისტორია, რომლებიც 9 წლის ობოლ გოგონას იშვილებენ, რათა მან გარდაცვლილი შვილის სიცარიელე შეავსოს. გოგონა კი ამ დროს საშინელ სადუმლოს მალავს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები