LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯღალოსნებმა ბარბაროსებისთვის მზადება დაიწყეს

32

31 მაისს, საღამოს 20:00 საათზე ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ „ფრანგ ბარბაროსებს“ ერკინებიან. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ნაშუადღევს გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გამართეს.

ბორჯღალოსნებმა დერეფნიდან და შერკინებიდან შეტევითი კომბინაციები დაამუშავეს, რის შემდეგაც ერთმანეთში მაღალი ინტენსივობის თამაში გამართეს.

მეტოქე საფრანგეთის მეორე დივიზიონის ნაკრებია, რომელიც გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეებითა დაკომპლექტებული.

გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე ძლიერ მეტოქესთან კარგი თამაშის მოლოდინშია:

„ჩვენი სურვილია, რომ სულ ასეთ კარგ გუნდებთან გვქონდეს თამაში. „ფრანგი ბარბაროსები“ არცერთი ქვეყნის ეროვნული ნაკრები არაა, მაგრამ ძლიერი მოთამაშეებითა დაკომპლექტებული. კარგი თამაში იქნება და ვეცდებით 31-ში მეტოქე სავსე ტრიბუნების წინაშე დავამარცხოთ.
პრო დე2 საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია და მისგან გაკეთებული ნაკრები უდაოდ ძლიერი გუნდი იქნება. მიმაჩნია, რომ ის საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ბევრი არაფრით ჩამოუვარდება. საქართველოში თამაშისას ჩვენი პრიორიტეტი მუდამ გამარჯვებაა და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ“.

„ბარბაროსებმა“ ჩვენამდე ერთი თამაში უკვე მოიგეს.
საზაფხულო ტესტ-მატჩების სერია ლონდონურ “თვიქენჰემზე” გაიხსნა, სადაც ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “ბარბაროსებს” დაუხვდა და უხვქულიან ჯახში 45:63 დამარცხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები