LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯღალოსნებმა ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს

39

2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბორჯღალოსნებმა ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 20:10 სძლიეს.

მეტოქე კერკეტი გამოდგა, პირველ ტაიმში საკუთარი ლელო დაიცვა, თავად ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიითვალა და 10-3 დაწინაურდა – ქართველთაგან 22-ე წუთზე ჯარიმა მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

მეორე ტაიმი ბორჯღალოსნებმა მობილიზებულად დაიწყეს და რამდენჯერმე შექმნეს ხიფათი, რომელთაგან მესამე გიორგი თხილაიშვილის ლელოთი დასრულდა და კვირიკაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. 58-ე წუთზე ქართველები დაწინაურდნენ: დებიუტანტი სოსო მათიაშვილი კვირიკაშვილის მიერ ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა და ალამთან დაამიწა, რითაც პირველი სანაკრებო კეპი ლელოთი აღნიშნა. მეკოს გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო.

მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა სცადეს და დაახლოებით 10 წუთი გვიტიეს, მაგრამ თავის დაცვა შევძელით და 70-ე წუთზე მეტოქეს შერკინებაში ჯარიმა და სინბინი ‘ავკიდეთ’. სულ ბოლოს კვირიკაშვილმა ახლოდან ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 20:10.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები