LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომ-ხარაგაულის პარკში ფოტოხაფანგით დაფიქსირებული ცხოველები (ვიდეო)

395

გარემოს დაცვის სამინისტრო, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ფოტოხაფანგით გადაღებული ცხოველების ვიდეოებს ავრცელებს.

ფოტოხაფანგის მიერ დაფიქსირებულ ცხოველებს შორისაა: დათვი, შველი, ირემი, ფოცხვერი, გარეული ღორები, მგელი, მელია, კურდღელი და ა.შ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიმდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით.

ის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ტერიტორიაზე.

გამორჩეული ბიომრავალფეროვნების და მოწყვლადობის გამო ეკორეგიონი შესულია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 35 უპირატესი ეკორეგიონის და საერთაშორისო კონსერვაციის 34 ცხელი წერტილის ნუსხაში. დაცული ტერიტორიები განლაგებულია ორი ასეთი ცხელი წერტილის (კავკასიისა და ანატოლიის) ზღვარზე.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 სალაშქრო მარკირებული ტურისტული მარშრუტია, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესაძლებელია 1 დღიდან 5 დღემდე ლაშქრობის მოწყობა. სალაშქრო მარშრუტების გავლისას ღამისთევა შესაძლებელია სპეციალურად მოწყობილ ტურისტულ თავშესაფრებში ან სპეციალურად გამოყოფილ საკარვე ადგილებზე კარავში.

პოპულალურები