LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ჩინური გეგმები: 250 ათასი ბოთლი ექსპორტზე

1035

კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო” ჩინეთის ბაზრის ათვისებას გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჩინეთი მათთვის საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა.

”ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩინური ბაზრის კვლევა და სტრატეგიულ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა. პირველი ეტაპისთვის კი 250 ათასი ბოთლი გადავტვირთეთ ამ მიმართულებით”, – განუცხადეს ”ფორტუნას” ”IDS ბორჯომი საქართველო”-ში.

მათივე ცნობით, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ”ბორჯომს” 20%-იანი ზრდა აქვს საექსპორტო გაყიდვების კუთხით.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კომპანიამ მომხმარებელს ახალი პროდუქტი წარუდგინა. “IDS ბორჯომი საქართველოს” მიერ წარმოებული არაგაზირებული წყლის ბრენდს „ბაკურიანი“ ახალი შეფუთვა დაემატა – „ბაკურიანი ციდა“. ახალი ბრენდი სპეციალურად ბავშვებისთვის შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები