LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 200 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი – გიორგი კვირიკაშვილი

132

წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 200 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა, სადაც ბორჯომის ხანძრის შესახებ საუბრობდა.

მან ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ქრობით სამუშაოებში ჩართულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა  ასევე განაცხადა, რომ  მთავრობა სტიქიასთან ბრძოლაში ქვეყნის მზადყოფნაში მოსაყვანად სისტემური ცვლილებების გატარებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები