LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია – მაშველები პრევენციისთვის რჩებიან

64

ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.  ცოცხალი ძალა და ტექნიკა სტიქიის ზონაში რჩება პრევენციისთვის, რათა კერების ხელახლა გაღვივება არ მოხდეს.

ამის შესახებ განცხადება დღეს დილით ჟურნალისტებთან შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, გააკეთა, რომელიც ჯერ ისევ სტიქიის ზონაში იმყოფება.

“აქ ჯერ კიდევ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს 1000 თანამშრომელი. ასევე რჩება თავდაცვის სამინისტროს ასეული. აქ არის ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებული 50 თანამშრომელი. ადგილზე რჩება ტექნიკა. დღეს დილით საქართველოს დატოვებს ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან ჩამოსული დახმარება, ცოცხალი ძალით და სპეცტექნიკით. ზონაში იმყოფება შსს-ს ერთი ვერტმფრენი და ერთი ბელარუსიული. დანარჩენებმა უკვე დატოვეს საქართველოს ტერიტორია. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამჟამად მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება. ცოცხალი ძალისა და სპეცტიკის დარჩენაც სტიქიის ზონაში ხდება იქიდან გამომდინარე, რომ მინიმუმდე იყოს იმის რისკები დასული, სადმე რაიმე კერამ არ გაიღვიძოს,” –  განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ხანძართან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები