LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

71

ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

შსს-ს ინფორმაციით, ცალკეული კრების დამუშავება უკვე დასრულებულია. ამჟამად მეხანძრე-მაშველები მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, რათა ხანძრის ახალი კერა არ გაჩნდეს.

მცირე დაკვამლიანება ასევე ლიკვიდირებულია ლიკანშიც. ტორფის აალების შემდეგ დაახლოებით 100 კვ.მ. ფართობია დამწვარი. ადგილზე ვითარებას მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ მეხანძრე-მაშველები.

როგორც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ლიკანში ხანძრის მცირე კერის გაჩენის შედეგად ხეების დიდ ნაწილს ცეცხლი არ წაჰკიდებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები