LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები სექტემბერში დაიწყება

75

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. პროექტის განხორციელებამდე ტყის მასივში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც ძირითადად ხანძრით დაზიანებული და ძირნაყარი ხეების გამოტანა ხდება.

მაისის თვეში კი, პერიმეტრზე ღობის მთლიანობის აღდგენის, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთება-გაწმენდა განხორციელდა.

ხანძრის პერიმეტრი 943 ჰა-ს შეადგენს. აქედან უმეტესი ნაწილი 2008 წელს (აგვისტოს მოვლენების დროს) დამწვარი ტერიტორიაა. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას ექვემდებარება 250 ჰა ფართობი. აქედან, 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება ნერგების დარგვისა და თესვის სამუშაოები. ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰა ფართობზე, დარგული იქნება 400 000-მდე ნერგი. წინა წლების პრაქტიკის მსგავსად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის შემქმნელი სახეობის ნერგების გამოყვანა ეროვნული სატყეო სააგენტოს სანერგეებში ხდება, რომლებიც იმავე ზონაშია მოწყობილი. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები