LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის პარკში შესვლა გაძვირდა

588

დეკემბრიდან ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლის საფასური გაიზარდა. დამსვენებლებს პარკში შესვლისთვის 50 თეთრის ნაცვლად 2 ლარის გადახდა უწევთ.

ამის შესახებ “ფორტუნას” ინფორმაცია ბორჯომის ცენტრალურ პარკში დაუდასტურეს. თუმცა, საფასურის გაზრდის მიზეზების შესახებ პარკის ადმინისტრაცია ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ცენტრალური პარკის დიდი ნაწილი აგვისტოში, სტიქიის შედეგად, თითქმის სრულად განადგურდა. პარკში ასწლოვანი ხეები წაიქცა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა განადგურდა. აღდგენითი სამუშაოები ადგილზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის, ფართობი ამჟამად 20 ჰექტარს შეადგენს, პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები, საცურაო აუზი, პარკის ტერიტორიის ბოლოს, ასევე ისტორიული გოგირდოვანი აბანოებია.