LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კოლეგას წყლით სავსე ბოთლი ესროლა

40

ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატს, გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, ინციდენტი საკრებულოს სხდომაზე მოხდა, სადაც განხილვა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ დღევანდელი დღის წესრიგით, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში საკითხის დამატებას ითხოვენ, რასაც უმრავლესობა არ ეთანხმება.

ამ დროისთვის სამანდატო კომისიამ საკრებულოს 28 წევრის უფლებამოსილება სცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები