LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

75

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს და ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძარი ბორჯომის ტყეში გუშინ გაჩნდა. რთული რელიეფური პირობების გამო, ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენიც იყო ჩართული. ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან 200-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.

ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ხანძარი სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნახანძრალ ტყეში, გაჩნდა.

ამ დროისათვის  არსებული ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები